DRIWO ულიმიტოს წესები და პირობები

DRIWO Unlimited-ის შეძენით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს.

DRIWO-ის სერვისს მომხმარებლებს სთავაზობს შპს „ქარტეჩ" (ს/კ: 405722464), რომელიც წარმოადგენს DRIWO-ს სავაჭრო ნიშნისა და მომსახურების ოპერატორს. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს ხელშეკრულებას მომხმარებელსა და შპს „ქარტეჩს" შორის.

1. გამოწერის აღწერა

DRIWO Unlimited წარმოადგენს ყოველთვიურ გამოწერას, რომელიც მომხმარებელს აძლევს უფლებას ისარგებლოს "ულიმიტი სტანდარტი" და "ულიმიტო ოპტიმალი" პაკეტებით გამოწერის მოქმედების პერიოდში.

გამოწერა მიბმულია შეძენისას მითითებულ ავტომობილის სახელმწიფო ნომერზე და მისი სხვა ავტომობილზე ან სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელია.

გამოწერის შეძენისას მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

2. გამოწერის პაკეტის შეცვლა

მომხმარებელს უფლება აქვს აქტიური გამოწერის პერიოდში შეიძინოს უფრო მაღალი ღირებულების გამოწერის პაკეტი. ასეთ შემთხვევაში ახალი გამოწერა აქტიურდება შეძენის მომენტიდან, ხოლო მიმდინარე გამოწერა ავტომატურად უქმდება.

მომხმარებლის მიერ უკვე გადახდილი და გამოუყენებელი პერიოდის ღირებულება ავტომატურად ჩაითვლება ახალი გამოწერის საფასურში პროპორციული წესით. თუ ახალი გამოწერის ღირებულება აღემატება არსებული გამოწერის დარჩენილი პერიოდის ღირებულებას, მომხმარებელი იხდის მხოლოდ სხვაობას.

აქტიური გამოწერის უფრო დაბალი ღირებულების პაკეტზე შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მიმდინარე გამოწერის პერიოდის დასრულების შემდეგ, თუ მომხმარებელი გააუქმებს ავტომატურ განახლებას (არსებობის შემთხვევაში) და ახლიდან შეიძინს დაბალი ღირებულების პაკეტს. პაკეტის შეცვლის პირობები და გადასახდელი თანხა მომხმარებელს ეცნობება ცვლილების დადასტურებამდე.

3. გამოწერის საფასური

გამოწერის საფასური გადაიხდება ყოველთვიურად. მოქმედი ფასი მითითებულია შეძენის პროცესში. გადახდილი თანხა არ ბრუნდება, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.

4. გამოყენების პირობები

DRIWO Unlimited განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის.

მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ულიმიტო რაოდენობის რეცხვით. დაშვებულია მხოლოდ ერთი რეცხვა ერთ კალენდარულ დღეში. ერთსა და იმავე დღეს რამდენიმე რეცხვის განხორციელება არ არის შესაძლებელი.

5. ავტომობილი

გამოწერა მოქმედებს მხოლოდ იმ ავტომობილზე, რომლის სახელმწიფო ნომერიც მითითებულია შეძენისას.

ავტომობილის ან სახელმწიფო ნომრის შეცვლა შეუძლებელია. სხვა ავტომობილის გასარეცხად საჭიროა არსებული გამოწერის გაუქმება და ახალი გამოწერის შეძენა.

6. გადაცემა მესამე პირზე

გამოწერის გაყიდვა, გადაცემა, გაზიარება ან სხვა პირის მიერ გამოყენება აკრძალულია.

DRIWO უფლებამოსილია გააუქმოს გამოწერა ან უარი თქვას მომსახურების გაწევაზე, თუ დადგინდება, რომ მომხმარებელმა დაარღვია წინამდებარე პირობები, მათ შორის თუ ავტომობილი გამოიყენება კომერციული მიზნებისთვის ან ადგილი აქვს გამოწერის არასამართლიან გამოყენებას.

7. ავტომატური განახლება

გამოწერა ავტომატურად განახლდება ყოველთვიურად, თუ მომხმარებელი არ გააუქმებს მას.

ავტომატური განახლებისას თანხა ჩამოიჭრება მომხმარებლის მიერ მითითებული გადახდის საშუალებიდან.

8. გაუქმება

მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს გამოწერა პირადი კაბინეტიდან.

გაუქმების შემთხვევაში გამოწერა დარჩება აქტიური უკვე გადახდილი პერიოდის დასრულებამდე. დარჩენილი პერიოდისთვის თანხის დაბრუნება არ ხდება.

9. მომსახურების ხელმისაწვდომობა

DRIWO უზრუნველყოფს მომსახურების მაქსიმალურ უწყვეტ ხელმისაწვდომობას დადგენილი სამუშაო საათების ფარგლებში, თუმცა არ აგებს პასუხს ტექნიკურ შეფერხებებზე, ელექტროენერგიის ან ინტერნეტის გათიშვაზე, ფორსმაჟორულ გარემოებებზე, ასევე პროფილაქტიკურ ან სარემონტო სამუშაოებზე.

DRIWO იტოვებს უფლებას დროებით შეაჩეროს მომსახურების მიწოდება ტექნიკური, საოპერაციო ან უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.

ასევე, DRIWO იტოვებს უფლებას არ იმუშაოს გარკვეულ დღესასწაულებზე, ნალექიანი ამინდის, ძლიერი ქარის ან სხვა გარემოებების დროს, თუ ეს გავლენას ახდენს მომსახურების ხარისხზე, უსაფრთხოებაზე ან ტექნიკურ გამართულობაზე.

DRIWO Unlimited არ წარმოადგენს მომსახურების მიღების უპირობო გარანტიას ნებისმიერ დროს. მომსახურება ხორციელდება DRIWO-ს შესაბამის ლოკაციებზე მოქმედი სამუშაო რეჟიმისა და ტექნიკური ხელმისაწვდომობის ფარგლებში.

10. პირობების ცვლილება

DRIWO უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, მაგრამ წინასწარი შეტყობინებით, შეცვალოს გამოწერის პირობები, ფასები ან პროგრამის დეტალები. ცვლილებები გამოქვეყნდება ვებგვერდზე და ძალაში შევა გამოქვეყნებისას განსაზღვრულ ვადაში.

11. პერსონალური მონაცემები

DRIWO ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის ავტომობილის სახელმწიფო ნომერს, ტელეფონის ნომერსა და გადახდის ინფორმაციას, მხოლოდ მომსახურების გაწევის, გამოწერის მართვის, მომხმარებელთან კომუნიკაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.

მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

12. კონტაქტი

მომსახურების მიმწოდებელია შპს „ქარტეჩ" (DRIWO), ს/კ 405722464.

ელ.ფოსტა: info@driwo.ge

ვებგვერდი: driwo.ge

DRIWO Unlimited-ის შეძენით ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს.

☑️ „ვადასტურებ, რომ გავეცანი DRIWO Unlimited-ის წესებსა და პირობებს და ვეთანხმები მათ."