ლოიალობის პროგრამა

Driwo-ს ლოიალობის პროგრამა

 

გარეცხე მეტი, გადაიხადე ნაკლები.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ერთგულებას. სწორედ ამიტომ, Driwo-ს ლოიალობის პროგრამა მარტივი და გამჭვირვალეა: რაც უფრო ხშირად გვსტუმრობთ, მით უფრო ნაკლებს იხდით. არანაირი რთული წესები ან დაფარული პირობები.

როგორ მუშაობს?

სტატუსის მისაღებად დააგროვეთ რეცხვები. ყოველი რეცხვა ითვლება 3 თვიან პერიოდში და ზრდის თქვენს სტატუსს და ფასდაკლებას:

  • 4 ვიზიტი → Silver სტატუსი -5% ფასდაკლება

  • 7 ვიზიტი → Gold სტატუსი -10% ფასდაკლება

  • 10+ ვიზიტი → Platinum სტატუსი -15% ფასდაკლება

მიღწეული სტატუსი და ფასდაკლება აქტიურდება მომენტალურად და მომდევნო განახლებამდე იყენებთ ყველა შემდგომ რეცხვაზე.

რეცხვები ავტომატურად გროვდება
ყოველი რეცხვა გამოიყენება მიმდინარე სტატუსის გასაზრდელად და შემდგომი სტატუსის დასათვლელად.

ახალი ციკლი იწყება ავტომატურად
3-თვიანი პერიოდის დასრულების შემდეგ ავტომატურად იწყება ახალი 3-თვიანი პერიოდი. ამ პერიოდში კი პარალელურად სარგებლობთ გასული პერიოდის სტატუსით და ფასდაკლებით.

აკონტროლეთ პროგრესი ნებისმიერ დროს
თქვენი სტატუსი, პროგრესი და დანაზოგი ყოველთვის ხელმისაწვდომია SMS-ით მიღებულ ლინკზე.