კვლევამ აჩვენა...
მანქანის გარეცხვა ხშირად რთული მისიაა. ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ქართველ მძღოლებს, ფაქტობრივად, ორი არასასურველი ვარიანტი გვაქვს. ეს არის კლასიკური "სამრეცხაოს დილემა".
დილემის ნაწილი 1: ტრადიციული სამრეცხაო
ერთ მხარეს გვაქვს ტრადიციული სამრეცხაო, სადაც მანქანას სხვას ანდობ. კვლევის მიხედვით, ჩვენმას ვირჩევთ, როცა მაღალი ხარისხი გვინდა. მაგრამ რა გვაღიზიანებს? უსასრულო რიგები დალოდინი, რაც მომხმარებლების თითქმის მესამედისთვის მთავარი პრობლემაა. ამას ემატებამაღალი ფასი, რომელიც, როგორც ბევრი აღნიშნავს, ხშირად არ შეესაბამება მიღებულ ხარისხს. შენტოვებ მანქანას და მთელ დღეს მის გარშემო გეგმავ.
დილემის ნაწილი 2: თვითმომსახურება
მეორე მხარეს "ლარიანებია". აქ პირიქითაა: ვირჩევთ, რადგან სწრაფია და იაფი. მაგრამ ესეცკომპრომისია. კვლევა აჩვენებს, რომ მომხმარებლების უმრავლესობისთვის მთავარი მინუსიდაბალი ხარისხია. ამას ემატება მუდმივი წვალება: ხურდების ძებნა, გაუმართავი აპარატები და ისდისკომფორტი, რომ პროცესში აუცილებლად ვისვრებით.
საბოლოოდ, მანქანის რეცხვა ჩვენს ცხოვრებაში იმაზე მეტ ადგილს იკავებს, ვიდრე უნდა იკავებდეს. ეს არის საქმე, რომელიც ან წინასწარ უნდა დაგეგმო, ან შეეწირო პროცესს.
როგორ ვჭრით ამ დილემას?
Driwo-ს სტრატეგია სწორედ ამ დილემის გაბათილებაა. ჩვენ ავიღეთ ტრადიციული სამრეცხაოსხარისხი და დავამატეთ "ლარიანების" სისწრაფე. შედეგად მივიღეთ ავტომატური, უკონტაქტო Drive-Thru სამრეცხაო, რომელიც აერთიანებს საუკეთესო თვისებებს და აქრობს მინუსებს.
რას ნიშნავს ეს შენთვის?
- არ კარგავ დროს: არც რიგში დგომით, არც მანქანის დატოვებით. გაიარე, გარეცხე დაგააგრძელე გზა.
- არ წვალობ: არ გჭირდება ხურდები, რადგან გადახდა ბარათითაა. კვლევამ აჩვენა, რომმძღოლების უმრავლესობისთვის (72%) ეს ძალიან კომფორტულია.
- რჩები სუფთა: მთელი პროცესი მიდის მანქანიდან გადმოუსვლელად.
- იღებ ხარისხს: რობოტექნიკა უზრუნველყოფს რეცხვის სტაბილურ, მაღალ ხარისხს ნაკაწრებისგარეშე.
Driwo-ს არჩევა ნიშნავს, რომ მანქანის რეცხვა ხდება ზუსტად ის, რაც უნდა იყოს – მარტივი, უმნიშვნელო მოქმედება დღის განმავლობაში. ეს აღარ არის დილემა, ეს არის რეცხვა ავტოპილოტზე.